როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" პრემიერ ლიგის მე-7 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში "ფულემის" წინააღმდეგ დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა მედიასთან ისაუბრა:
"რამდენიმე შეცდომამ გამოიწვია მათი გოლის გატანა და ჩვენ მოგვიწია ჩაძირვა. მეორე ტაიმში კარგად ვუპასუხეთ, მაგრამ წითელმა ბარათმა შეცვალა თამაში და გაგვირთულა სიტუაცია.
კარგად დავიწყეთ და ადრევე გვქონდა კარგი შანსი. ვგრძნობდი, რომ თამაშს სათანადოდ ვაკონტროლებდით. ბურთი მოვიგეთ, კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ შესაძლოა ბოლო პასებში გვიჭირდა.
მორიგი დარტყმაა ფელიქსის გაძევება. მე მეგონა, რომ ის კარგი იყო, მის ხარისხს თამაშში ხედავდი, ამიტომ ეს ჩვენთვის ორმაგი იმედგაცრუებაა." - განაცხადა პოტერმა.
ცნობისთვის, ლონდონის "ჩელსი" პრემიერ ლიგაში 25 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.