2 წლის და 3 თვის წინ

ყველა დეტალი მუდრიკის ტრანსფერთან დაკავშირებით!

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, მიხაილო მუდრიკი დაიმატა.
ლონოდნურმა გუნდმა "შახტარს" ახალგაზრდა გარემარბში 100 მილიონი ევრო გადაუხადა.
მუდრიკი ლონდონურ გრანდთან კონტრაქტს ხელს 2030 წლის ზაფხულამდე მოაწერს.
22 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს საღამოს ლონდონში ჩაგდების შემდეგ გაივლის.
აღსანიშნავია, რომ "არსენალმა" მიხაილოს სანაცვლოდ 70 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რაც "შახტარისთვის" არასაკმარისი თანხა აღმოჩნდა.
შედეგად, "ჩელსიმ" ფეხბურთის ისტორიაში ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა.
Facebook კომენტარები