2 წლის და 3 თვის წინ
ბოილი მორიგ ტრანსფერს გეგმავს? - უახლესი ცნობები
ბოილი მორიგ ტრანსფერს გეგმავს? - უახლესი ცნობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუჩერებელია.

ბრიტანულმა გუნდმა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დახარჯა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" "ბრაიტონის" ახალგაზრდა ფეხბურთელით, მოიზ კაისედოთი ინტერესდება.

გავრცელებული ცნობებით, თოდ ბოილი მაქსიმალურად შეეცდება 21 წლის ფეხბურთელის შეძენას.

აღსანიშნავია, რომ მოიზ კაისედო მსოფლიო ჩემპიონატზე ეკვადორის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ახალგაზრდა ფეხბურთელს 38 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები