2 წლის და 3 თვის წინ
“ჩელსის” სატრანსფერო მიზნები ცნობილია
“ჩელსის” სატრანსფერო მიზნები ცნობილია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეუჩერებელია.

"არისტოკრატებმა" ამჯერად პსვ-დან 20 წლის ფეხბურთელი, ნონი მადუეკე დაიმატეს. 

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, მეტ ლიუ ლონდონის "ჩელსის" სატრანსფერო სიახლეებს ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, "ტოტენჰემი" ჰაკიმ ზიეჩის მიმართ ინტერესს არ გამოთქვამს.

განიხილება ფრანკ კესიეს ვარიანტი, თუმცა მოკლევადაინი კონტრაქტის გამო "ჩელსი" ამ ტრანსფერთან დაკავშირებით უარყოფითად არის განწყობილი.

მიუხედავად "იუვეს" შემოთავაზებისა, "არისტოკრატები" ვესტონ მაკკენის შეძენას არ აპირებენ.

ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინი მადუეკე "ჩელსისთვის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ბოლო ტრანსფერი იყო.

აღსანიშნია ისიც, რომ თოდ ბოილიმ აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯარაზე რეკორდები მოხსნა.


Facebook კომენტარები