2 წლის და 3 თვის წინ
BREAKING: კრიშტიანუ რონალდუს მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა
BREAKING: კრიშტიანუ რონალდუს მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ვარსკვლავის აგენტი ახალი გუნდის ძებნას აქტიურად დაიწყებს, ვინაიდან იგი კარიერის დასრულებას არ აპირებს.

Marca-ს ინფორმაციით, რონალდუ ახალ გუნდში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია და დიდი ალბათობით, ის "ალ ნასრში" გადაბარგდება.

თუ რონალდუ მათ შემოთავაზებას დათანხმდება, მას ძალიან დიდი ანაზღაურება ექნება. როგორც ირკვევა, საუბარია წელიწადში 200 მილიონზე.

ამ დროისთვის, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. არაბული კლუბი ტრანსფერში თითქმის დარწმუნებულია.

უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი შეძენით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდებოდა, თუმცა ახლა თითქოს ლურჯები თავს იკავებენ.


Facebook კომენტარები