6 თვის და 3 კვირის წინ
თანხა ცნობილია - რამდენს აფასებს "ჩელსი" მაუნტს
თანხა ცნობილია - რამდენს აფასებს "ჩელსი" მაუნტს
ავტორი
Aa

როგორც უკვე მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მეისონ მაუნტის დამატება სურს და ამის საკმაოდ დიდი შანსებიც აქვს. 

"ჩელსის" ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე კი უარს აცხადებს. 

დიდი ალბათობით, "არისტოკრატები" ზაფხულში გაყიდიან მაუნტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 წლის შემდეგ მას უფასოდ დაკარგავენ. 

ამის მიუხედავად, ლონდონურ კლუბს თავისი აკადემიის აღზრდილი მოთამაშის სანაცვლოდ მაინც იმაზე ბევრად მეტის მიღება სურს, ვიდრე "იუნაიტედი" იხდის. 

ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსი" მაუნტს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ აფასებს. თავის მხრივ, "მანჩესტერის" ღირებულება 50 მილიონის ფარგლებშია. 

სავარაუდოდ, მოლაპარაკებები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან კლუბების ღირებულებებს შორის დიდი დაშორებაა.


Facebook კომენტარები