6 თვის და 2 კვირის წინ
"მანჩესტერი" "ჩელსის" მაგუაიერს შესთავაზებს - ახალი ცნობები
"მანჩესტერი" "ჩელსის" მაგუაიერს შესთავაზებს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

ჰარი მაგუაიერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს, ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ინგლისელი მცველი ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის, შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ძალიან მცირე სათამაშო დროს იღებს, 

ჩარლი უივეტის ცნობით, შესაძლოა, "იუნაიტედმა" მაგუაიერი ტრანსფერში ჩართოს და ასე გამოემშვიდობოს მას.

კონკრეტულად, "წითელ ეშმაკებს" სურთ, რომ "ჩელსის" მაუნტის სანაცვლოდ ფულთან ერთად სწორედ ჰარი შესთავაზონ.

როგორც ირკვევა, მაურისიო პოჩეტინოს ადრე ჰქონდა მაგუაიერის დამატების ინტერესი, "მანჩესტერს" კი ამის გამოყენება სურს.

მიზეზია ისიც, რომ კლუბები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან."არისტოკრატები" მაუნტს 80 მილიონ ევროდ აფასებენ, "იუნაიტედი" კი 55 მილიონს იხდის.


Facebook კომენტარები