2 წლის და 5 თვის წინ

“ჩელსი” მორიგ ტრანსფერს ამზადებს! - უახლოეს ცნობები

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენის და ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის, იოშკო გვარდიოლის შეძენით ინტერესდება.
ხორვატი ფეხბურთელის ყიდვა არაერთ ტოპ გუნდს სურს. "არისტოკრატებისთვის" პრიორიტეტი გვარდიოლის შეძენაა, თუმცა თუ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, "ჩელსის" საინტერესო ალტერნატივა ჰყავს.
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები "ლევერკუზენის" ახალგაზრდა მცველის, პიერო ჰინკაპიეს დამატებას შეეცდებიან.
ცნობისთვის, თოდ ბოილის ეს ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ