10 თვის წინ
"მანჩეტსერი" "ჩელსის" ფეხბურთელებით ინტერესდება - სატრანსფერო სიახლეები
"მანჩეტსერი" "ჩელსის" ფეხბურთელებით ინტერესდება - სატრანსფერო სიახლეები
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" რომ მეისონ მაუნტის ყიდვას შეეცდება, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. 

ინგლისელს "ჩელსის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს და "არისტოკრატებიც" მზად არიან მის გასასხვისებლად, თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ.

მაუნტის გარდა, ლონდონურ კლუბს კიდევ უამრავი მოთამაშე დატოვებს, ორი მათგანის მიმართ ინტერესს კი "იუნაიტედი" გამოხატავს. 

Daily Express-ის ინფორმაციით, "მანჩესტერი" მატეო კოვაჩიჩისა და ჰაკიმ ზიეშის პოტენციურ ტრანსფერებზე ფიქრობს. 

ამ უკანასკნელის დამატების სურვილი მოულოდნელი არ უნდა იყოს, რადგან ერიკ ტენ ჰაგი ზიეშს შესანიშნავად იცნობს და "აიაქსში" წვრთნიდა მას. 

დიდი ალბათობაა, რომ კოვაჩიჩი და ზიეში კლუბს დატოვებენ, "წითელი ეშმაკები" კი საქმეში ფიგურირებენ.


Facebook კომენტარები