2 წლის და 4 თვის წინ

სოლოდური ტრანსფერი! - “ჩელსი” ბრაზილიელ ტალანტს უმიზნებს

ავტორი
Aa
ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ფეხბურთელების შეძენა ძალიან უყვარს. "არისტოკრატების" რიგებში არაერთ ბრაზილიელ ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის გამორჩეული და დასამახსოვრებელი ვილიანი გახლავთ.
ლონდონური გუნდი ამჯერად კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა.
Time sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსი" "ვასკო და გამას" 18 წლის ტალანტის, ანდრეი სანტოსის შეძენით ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ სანტოსის შეძენა "ნიუკასლს" "ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტისაც" სურს.
ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის ტრანსფერის ფავორიტი სწორედ ლონდონური გრანდი გახლავთ.
Facebook კომენტარები