11 თვის და 1 კვირის წინ
რის ჯეიმსი: “ჩვენ ტიტულებისთვის ბრძოლას დავუბრუნდებით”
რის ჯეიმსი: “ჩვენ ტიტულებისთვის ბრძოლას დავუბრუნდებით”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში “ნიუკასლ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩს ტრავმის გამო რის ჯეიმსი გამოაკლდება. 23 წლის მცველმა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა:

“მე დარმწუნებული ვარ, რომ ეს სიახლე ნახეთ. მე მომდევნო შეხვედრისთვის ვერ დავბრუნდები. ეს ჩემთვის მძიმე გამოდგა. ვწუხვარ, რომ ეს სეზონი არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ყველა მოველოდით. მომდევნო სეზონი იქნება უკეთესი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ტიტულებისთვის ბრძოლას დავუბრუნდებით. დარჩით მტკიცეთ და მომავალში გიხილავთ”. - განაცხადა ჯეიმსმა.

ცნობისთვის, “ჩელსისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირება 28 მაისს 19:30 საათზე შედგება. 


Facebook კომენტარები