1 კვირის და 2 დღის წინ

"იუნაიტედის" შეთავაზება - რა სურს "ჩელსის"

ავტორი
Aa
ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მეისონ მაუნტის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
ერიკ ტენ ჰაგი ახალ ნახევარმცველს ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატი კი მაუნტია, რომელსაც "ჩელსის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ინგლისელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი უარს აცხადებს.
"იუნაიტედი" დაინტერესებულ კლუბებს შორის ერთ-ერთია და პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა.
"მანჩესტერი" მზად არის, მაუნტის სანაცვლოდ 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუმცა "არისტოკრატებს" მეტის მიღება სურთ.
"წითელი ეშმაკების" გარდა, საქმეში "ლივერპული" და "არსენალი" არიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 1 დღის წინ

როგორი იქნება "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობა პოჩეტინოსთან ერთად მომავალ სეზონში
3 კვირის და 5 დღის წინ

შესაძლოა ზაფხულში რაღაც დიდი მოხდეს - რა გეგმები აქვს "ჩელსის"
1 თვის და 2 კვირის წინ

BREAKING: სად წავა მამარდაშვილი - ფავორიტი გამოიკვეთა
1 თვის და 4 კვირის წინ

გიორგი მამარდაშვილის აგენტი სტემფორდ ბრიჯზე იყო - ფაბრიციო რომანო