10 თვის და 4 კვირის წინ
მაუნტი "მანჩესტერ იუნაიტედისკენაა" მიდრეკილი - "The Athletic"
მაუნტი "მანჩესტერ იუნაიტედისკენაა" მიდრეკილი - "The Athletic"
ავტორი
Aa

როგორც იცით, "ლივერპულის" ერთ-ერთ სამიზნეს ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, მეისონ მაუნტი წარმოადგენს.

24 წლის მოთამაშესთან დაკავშირებით გამოცემა "The Athletic"-ი საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედისკენაა" მიდრეკილი.

როგორც ირკვევა, მოსალოდნელია, რომ მაუნტისთვის ბრძოლა გაჩაღდება და "არისტოკრატებს" მოლაპარაკებები როგორც მერსესაიდელებთან, ასევე "წითელ ეშმაკებთანაც" ექნებათ.

ასე და ამგვარად, კარგად ჩანს, რომ "ლივერპულს" მეისონის გადაბირება მარტივად არ გამოუვა.

 


Facebook კომენტარები