12 თვის წინ
ჯუზეპე მაროტა: “ლუკაკუ “ჩელსიში” დაბრუნდება”
ჯუზეპე მაროტა: “ლუკაკუ “ჩელსიში” დაბრუნდება”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის ბელგიელი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იჯარის წესით მილანის “ინტერში” ასპარეზობს.

იტალიური გუნდის წარმომადგენელმა, ჟუზეპე მაროტამ ბელგიელი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა:

“რომელუს უყვარს მაისური, რომელიც აცვია, ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ინტერში. ეს არის ფუნდამენტური ასპექტები, მისი სურვილია, რომ იყოს ჩვენთან. მაგრამ ის იჯარით აქ 30 ივნისამდეა. ის ჩელსიში დაბრუნდება. ჩვენ არ ვიცით, თუ რა მოხდება ამ გუნდში.” - განაცხადა მაროტამ.

ცნობისთვის, 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები