2 წლის და 4 თვის წინ
ნ'გოლო კანტეს მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ნ'გოლო კანტეს მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ავტორი
Aa

"ბარსელონა" ნ'გოლო კანტეს თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას უახლოვდება, - იტყობინება ჟურნალისტი ლუის მიგელსანზი.

წყაროს თანახმად, "ჩელსის" ნახევარმცველსა და "ბლაუგრანას" უკვე რამდენიმე კვირაა, უწყვეტი კონტაქტი აქვთ.

მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმება იანვარში შედგება.

"კამპ ნოუზე" სჯერათ, რომ 31 წლის შუახაზელი გუნდს ფიზიკურ გამძლეობასა და გამოცდილებას მოუტანს.

მიუხედავად ამისა, "ბარსა" ფრანგს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ იგი თავის ტრავმას მალე მოირჩენს.

უდიდესი ალბათობით, ნ'გოლოს და ლურჯების ურთიერთობა ზაფხულში დასრულდება.


Facebook კომენტარები