2 წლის და 4 თვის წინ

ცუდი ამბავი! - “ჩელსი” სატრანსფერო ომში დამარცხდა

ავტორი
Aa
ენდრიკისთვის გამართული სატრანსფერო ბრძოლა "რეალმა" მოიგო, - იუწყება UEL Desporte.
ბრაზილიელი სუპერტალანტით "ბარსელონა", "ჩელსი" და "პსჟ" ინტერესდებოდნენ, თუმცა "პალმეირასი" მადრიდულ გრანდს შეუთანხმდა.
ბონუსების, გადასახადებისა და კომპენსაციების გათვალისწინებით, "სამეფო კლუბის" მიერ გადასახდელი თანხა 70 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
"ჩელსი" 16 წლის თავდამსხმელის დამატების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" შეთავაზება გარდამტეხი აღმოჩნდა.
ენდრიკი ევროპაში 2024 წელს, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე გადმობარგდება.
ბრაზილიის სერია ა-ში წელს ჩატარებულ 7 მატჩში ახალგაზრდა შემტევმა 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები