1 წლის და 11 თვის წინ
“ჩელსი” ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვასთან ახლოს არის
“ჩელსი” ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვასთან ახლოს არის
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშეა და მისი შეძენით არაერთი გუნდი ინტერესდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯეიკობ სტეინბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” ხორვატი ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

უდიდესი ალბათობით, 29 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ბრიტანეთის დედაქალაქს დაემშვიდობება.

ცნობისთვის, კოვაჩიჩის შეძენით მთავარი ფავორიტები “მანჩესტერ სიტი” და მიუნხენის “ბაიერნი” არიან. 


Facebook კომენტარები