1 წლის და 11 თვის წინ
ობამიეანგის სურვილი ცნობილია - რა უთხრა გაბონელმა ფანს
ობამიეანგის სურვილი ცნობილია - რა უთხრა გაბონელმა ფანს
ავტორი
Aa

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი სახალხოდ გამოხატა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, 

გულშემატკივარმა გაბონელ თავდამსხმელს ჰკითხა, თუ რას ფიქრობს კვლავ "კამპ ნოუზე" თამაშზე. ობამეიანგმა ფანს ასეთი პასუხი გასცა: 

"გუნდში დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება." 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის შემტევი "ჩელსიმ" გასულ ზაფხულს 12 მილიონ ევროდ იყიდა. ობას "არისტოკრატული" კარიერა კატასტროფული გამოდგა - 22 მატჩში 3 გოლი, წელს კი მას მეტოქის კარი ერთხელაც არ აუღია. 

მოარული ხმების თანახმად, "ჩელსი" გაბონელს კონტრაქტს გაუწყვეტს და ფეხბურთელი ასე ეცდება "ბარსაში" დაბრუნებას.


Facebook კომენტარები