1 წლის და 11 თვის წინ
"ჩელსი" "ბარსელონას" ფეხბურთელით დაინტერესდა - ახალი სატრანსფერო ცნობები
"ჩელსი" "ბარსელონას" ფეხბურთელით დაინტერესდა - ახალი სატრანსფერო ცნობები
ავტორი
Aa

მედიაში ახალი ინფორმაცია ლონდონის "ჩელსის" ინტერესის შესახებ ვრცელდება. 

პრესა იტყობინება, რომ "ლურჯები" კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, რაფინიას ყიდვას გეგმავენ. 

როგორც იწერება, "ბლაუგრანა" ბრაზილიელს გამოემშვიდობება, თუ რომელიმე კლუბი ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს გადაიხდის. 

ასევე აღსანიშნავია, რომ "ჩელსისთან" ერთად შემტევით "ნიუკასლი" ინტერესდება. 

აქვე მოგახსენებთ რაფინიას სტატისტიკას, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 7 გოლი და 6 ასისტი აქვს. 



Facebook კომენტარები