1 წლის და 11 თვის წინ

ლამპარდი: “ტიაგო სილვას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს”

ავტორი
Aa
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, რენი ლამპარდმა “არისტოკრატების” ვეტერან ფეხბურთელზე, ტიაგო სილვაზე ისაუბრა:
“ტიაგო ყველა ასპექტში ბრწყინვალეა. ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა. ამას მისი კარიერა ამბობს. ის ასევე ბრწყინვალედ ზრუნავს საკუთარ თავზე, რომ ამ დონეზე ითამაშოს. მას ასევე აქვს შესანიშნავი გონება და აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი.” - განაცხადა ლამაპარდმა.
საგულისხმოა, რომ ტიაგო სილვამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, არსებობს დიდი შანსი, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.
Facebook კომენტარები