

რაფინია "ბარსელონადან" წასვლაზე დაფიქრდა, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, ბრაზილიელი გარემარბი ვარაუდობს რომ უსმან დემბელეს გამოჯანმრთელება და ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნება მის სათამაშო დროს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
რაფინიას პრემიერ ლიგაში გადაბარგების შანსი უფრო და უფრო იზრდება.
ჟურნალისტ ხოაკიმ პიერას თუ დავუჯერებთ, 26 წლის შემტევს შეთავაზებები "ნიუკასლ იუნაიტედისგან", "ჩელსისგან" და "არსენალისგან" აქვს.
თითოეული მსურველი რაფინიას იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე იგი "ბლაუგრანაში" იღებს. რაც შეეხება კატალონიელთა პოზიციას, მათ ახალწვეულის გასაყიდად 70-80 მილიონი ევროს მიღება უნდათ.
შეგახსენებთ, რომ რაფინია "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში შეიძინა და "ლიდსს" 58 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში მან თავი 10 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.