1 წლის და 11 თვის წინ

ობამეიანგის მიზნები ცნობილია! - რა სურს გაბონელს

ავტორი
Aa
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი სახალხოდ გამოხატა.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, გულშემატკივარმა გაბონელ თავდამსხმელს ჰკითხა, თუ რას ფიქრობს კვლავ "კამპ ნოუზე" თამაშზე.
ობამეიანგმა ფანს ასეთი პასუხი გასცა:
"გუნდში დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება."
შეგახსენებთ, რომ 33 წლის შემტევი "ჩელსიმ" გასულ ზაფხულს 12 მილიონ ევროდ იყიდა. ობას "არისტოკრატული" კარიერა კატასტროფული გამოდგა - 22 მატჩში 3 გოლი, წელს კი მას მეტოქის კარი ერთხელაც არ აუღია.
მოარული ხმების თანახმად, "ჩელსი" გაბონელს კონტრაქტს გაუწყვეტს და ფეხბურთელი ასე ეცდება "ბარსაში" დაბრუნებას.
Facebook კომენტარები