1 წლის და 11 თვის წინ

ჩილველი ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს ინგლისელი ფეხბურთელი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის"ჩელსისა" და "ბორნმუთის" დაპირიპირებაში, ბენ ჩილველს მატჩის მე-15 წუთზე დატოვება მოუწია.
ამასთან დაკავშირებით "ლურჯების" თავკაცმა, ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ინგლისელ განაპირა მცველს ბარძაყის ტრავმა აქვს, რამდენად სერიოზულია დაზიანება ეს ჯერ არ არის ცნობილი. დიდია ალბათობა იმისა, რომ ფეხბურთელი გუნდს დარჩენილ მატჩებში ვეღარ დაეხმარება.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" მომდევნო მატჩს "ნოტინგემ ფორესტის" წინაღმდეგ 13 მაისს გამართავს.
Facebook კომენტარები