1 წლის წინ
მოულოდნელი ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება - უახლესი ცნობა
მოულოდნელი ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება - უახლესი ცნობა
ავტორი
Aa

როგორც იცით, ბოლო პერიოდში "ლივერპულს" ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი მეისონ მაუნტი ძალიან ხშირად დაუკავშირეს.

იწერებოდა, რომ "წითლები" ინგლისელის დამატებით ძლიერ დაინტერესდნენ.

ამ საკითხზე ინგლისურ პრესაში ახალი ცნობები გავრცელდა.

როგორც იწერება, 24 წლის ფეხბურთელის მერსესაიდულ კლუბში ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

რაც შეეხება მის სატრანსფერო ღირებულებას, გავრცელებული ინფორმაცით, "ლივერპულს" მაუნტის გადაბირება მინინუმ 70 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქვე გეტყვით, რომ მეისონს "ჩელსისთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება და მისი უფასოდ დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ლონდონში მის შენარჩუნებას აქტიურად შეეცდებიან.


Facebook კომენტარები