1 წლის და 11 თვის წინ

პოჩეტინოს საინტერესო გეგმა აქვს - რას აპირებს არგენტინელი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლონდონის “ჩელსის” მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს.
არგენტინელმა მწვრთნელმა უკვე სატრანსფერო გეგმები დაალაგა.
გავლენიანი ევროპული სააგენტო Tribuna.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოჩეტინო რომელუ ლუკაკუს გამოყენებას გეგმავს.
ყველასთვის ნაცნობი ფაქტია, რომ ბელგიელს სეზონის ბოლოს “ინტერთან” საიჯარო ხელშეკრულება უმთავრდება და “ჩელსიში” მოუწევს დაბრუნება.
ბოლო თვის განმავლობაში ლუკაკუს ოთხი გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 30 წლის ბელგიელი თავდამსხმელი მაურისიო პოჩეტინოს მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.
Facebook კომენტარები