1 წლის და 11 თვის წინ

"ჩელსი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ - დიდი სატრანსფერო ომი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლიმ” ჩემპიონობა გაინაღდა.
აღნიშნულ გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ლომის წილი ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიტორ ოსიმენმა შეიტანა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” 24 წლის ნიგერიელი ფორვარდის შეძენით ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
საგულისხმოა, რომ სატრანსფერო ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედიც” არის ჩაბმული.
ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ვიქტორ ოსიმენს 100 მილიონ ევროდ აფასებს.
Facebook კომენტარები