1 წლის და 11 თვის წინ
მუდრიკის გამო “არსენალის” გულშემატკივარი დააკავეს! - საინტერესო ინფრომაცია
მუდრიკის გამო “არსენალის” გულშემატკივარი დააკავეს! - საინტერესო ინფრომაცია
ავტორი
Aa

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ლონდონის "არსენალმა" გამარჯვების გემო გაიხსენა. "მეთოფეებმა" თანაქალაქელ "ჩელსის" ანგარიშით 3:1 მოუგეს. პირველ ტაიმში "ემირეიტსის" ბინადრებმა მარტინ ოდეგორის დუბლითა და გაბრიელ ჟესუსის გოლით გადაწყვიტეს მატჩის ბედი, მეორე ნახევარში კი ნორი მადუეკემ "არისტოკრატთა" პრესტიჟის გოლი შეაგდო.

შეხვედრა გამოირჩა ერთი უცნაური ფაქტითაც, რასაც პრემიერ ლიგაში ძალიან იშვიათად ვხვდებით. საქმე იიმაში მდგომარეობს, რომ "ლურჯების" უკრაინელ ლეგიონერს, მიხაილო მუდრიკს ტრიბუნებიდან ლაზერს უმიზნებდნენ. მატჩის ტელერეპორტაჟში ეს არაერთხელ გამოჩნდა.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მუდრიკისგან სწორედ "არსენალში" გადასვლას ელოდნენ, თუმცა მან არჩევანი "ჩელსიზე" გააკეთა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ ფაქტმა იმდენად გააბრაზა, რომ ლაზერი სტადიონზე საგანგებოდ მუდრიკის გასაწვალებლად შეიტანა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქომაგი, რომელსაც ბრალი ამ მოქმედებაში ედება, უკვე დაკავებულია.

"ეს ქმედება სახიფათო და სრულიად მიუღებელია. პოლიციას მაქსიმალურად დავეხმარებით მათი უფლებამოსილების განხორციელებაში.

რა თქმა უნდა, უმკაცრეს ზომებს მივიღებთ," - ეს "არსენალის" ოფიციალური განცხადებაა.

მატჩის შემდეგ მუდრიკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ინციდენტით დაინტერესდება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაც.

აქვე გეტყვით, რომ "მეთოფეებმა" პრემიერ ლიგის ცხრილში ლიდერობა დაიბრუნეს, თუმცა მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" მათზე 2 ქულითა და 2 მატჩით ნაკლები აქვს. რაც შეეხება "ჩელსის", ფრენკ ლამპარდის გუნდი მე-12 პოზიციაზეა.


Facebook კომენტარები