1 წლის და 7 თვის წინ
რა შემთხვევაში იქნება თანახმა მაუნტი "ლივერპულში" ტრანსფერზე
რა შემთხვევაში იქნება თანახმა მაუნტი "ლივერპულში" ტრანსფერზე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მეისონ მაუნტს "ლივერპულს" აქტიურად უკავშირებენ და ინგლისურ პრესაში ამ საკითხზე ახალი ცნობები გავრცელდა.

იწერება, რომ ინგლისელისთვის მთავარი რეგულარულად თამაში და თასებზე ბრძოლაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი მერსესაიდულ კლუბში ტრანსფერზე თანახმა იქნება.

ასევე ცნობილია, რომ "წითლები" 24 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ლიდერები არიან და ტრანსფერს ზაფხულისთვის გეგმავენ.

აქვე გეტყვით რომ, მაუნტს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება "Transfermarkt"-ის მიხედვით 65 მილიონ ევროს უდრის.


Facebook კომენტარები