2 წლის წინ
სიაში მამარდაშვილიც არის! - ვინ სურს პოჩეტინოს მეკარედ
სიაში მამარდაშვილიც არის! - ვინ სურს პოჩეტინოს მეკარედ
ავტორი
Aa

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, იმის შანსი, რომ მაურისიო პოჩეტინომ ლონდონის "ჩელსი" ჩაიბაროს, საკმაოდ მაღალია.

როგორც იწერება, არგენტინელი სპეციალისტი ფრენკ ლამპარდს ზაფხულში, მიმიდნარე სეზონის დასრულების შემდეგ შეცვლის.

ჟურნალისტი ალექს კრუკი იტყობინება, რომ მაურისიოს მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს და რამდენიმე ვარიანტსაც განიხილავს.

საგულისხმოა, რომ სიაში საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილიც შედის, რომელიც ასევე სხვა ინლისურ კლუბებთანაც დააკავშირეს.

ამასთანავე, გიორგის აგენტი ლონდონში იმყოფება, რაც ცხადყოფს იმას, რომ ლონდონელებს მამარდას მიმართ ინტერესი მართლაც გააჩნიათ.

აქვე გეტყვით, რომ გარდა "ჩელსისა", ქართველი მეკარე "ლესტერთან" და ლონოდნის "ტოტენჰემთანაც" დააკავშირეს.

რაც შეეხება 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას, "Transfermakt"-ის მიხედვით, მისი ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ "ღამურებმა" გიორგის სანაცვლოდ ბევრად მეტი მოითხოვონ.


Facebook კომენტარები