2 წლის წინ

პოჩეტინოს "ჩელსიში" დანიშვნა რეალური ხდება - ფაბრიციო რომანო

ავტორი
Aa
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო მაურისიო პოჩეტინოსა და ლონდონის "ჩელსის" ურთიერთობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ორშაბათ საღამოს კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც იწერება, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის და პოჩეტინო ივნისში "ლურჯებს" ჩაიბარებს.
აქვე გეტყვით, რომ პოჩეტინოს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება გააჩნია და 5 სეზონის მანძილზე ლონდონის "ტოტენჰემს" წრთვნიდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ