11 თვის და 3 კვირის წინ
შესაძლოა ზაფხულში რაღაც დიდი მოხდეს - რა გეგმები აქვს "ჩელსის"
შესაძლოა ზაფხულში რაღაც დიდი მოხდეს - რა გეგმები აქვს "ჩელსის"
ავტორი
Aa

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში" დაფრინავენ. ორივე მათგანი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნიან.

არ არის გასაკვირი, რომ მათდამი ინტერესი ევროპის სხვადასხვა გრანდებისგან იმატებს, ერთ-ერთი მათგანი კი ლონდონის "ჩელსი" გახლავთ.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, "არისტოკრატები" ძალიან აქტიურად აკვირდებიან ნიგერიელისა და ქართველის სიტუაციას ნეაპოლურ კლუბში.

"ჩელსის" პრეზიდენტს, თოდ ბოილის, რომელიმე მათგანის ხილვა ძალიან უნდა თავის კლუბში და მზადაა იტალიელებს ჰაკიმ ზიეჩი დაუთმოს.

იმის ალბათობა, რომ კვარამ დატოვოს "პარტენოპეი" ფაქტობრივად 0-ის ტოლია, ხოლო ოსიმენს უამრავი მსურველი ჰყავს და მზად გახლავთ ახალი გამოწვევებისთვის.


Facebook კომენტარები