2 წლის და 2 თვის წინ

“ჩელსი” პორტუგალიელი ტალანტის შეძენით დაინტერესდა

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსის” მფლობელის, თოდ ბოილის მთავარი გეგმა არის, რომ ახალი პროექტი ახალგაზრდებზე ააწყოს.
“არისტოკრატების” ახალი სამიზნე პორტუგალიელი ტალანტი გახლავთ. გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არისტოკრატები” ძალიან ახლოს არის “ბენფიკას” 18 წლის მოთამაშის, დიეგო მორეირას დამატებასთან.
ამავე წყაროს ცნობით, ლონდონური გუნდი “ბენფიკას” ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ დაიმატებს.
ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 18 წლის ფეხბურთელს 2 მილიონ ევროდ აფასებს.
Facebook კომენტარები