2 წლის წინ

მოულოდნელი ვარიანტი! - ვინ შეიძლება ჩაიბაროს “ჩელსი”

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ლონდონის “ჩელსიმ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 47 წლის სპეციალისტი, გრემ პოტერი გაათავისუფლა.
მას შემდეგ გუნდში დროებით მწვრთნელად ფრენკ ლამპარდი მოიყვანეს.
“ჩელსის” მფლობელი, თოდ ბოილი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯეიკობ სტეინბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონურ გრანდი ანგე პოსტეჩოღლუს ვარიანტს განიხილავს.
“ჩელსის” მთავარი სამიზნე მაურისიო პოჩეტინოა, თუმცა მისი უარის შემთხვევაში ლონდონურ გუნდი პოსტეჩოღლუს ვარიანტსაც განიხილავს.
ცნობისთვის, 57 წლის სპეციალისტი ამჟამად “სელტიკს” წვრთნის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ