2 წლის წინ

გაირკვა! - როდის გაიმართება “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” FA CUP-ზე ასპარეზობს. “წითელი ეშმაკები” 23 აპრილს ნახევარფინალურ შეხვედრაში “ბრაიტონს” დაუპირისპირდებიან.
სწორედ ამის გამო, “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის დაგეგემილი პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრა გადაიდო.
გავლენიანი ბრიტანული სააგენტოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული შეხვედრა 25 მაისს ჩატარდება.
ცნობისთვის, ერიკ ტენ ჰააგის გუნდი პრემიერ ლიგაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, “არისტოკრატები” კი მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ