2 წლის წინ
მატეო კოვაჩიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა! - რას გეგმავს ხორვატი მოთამაშე
მატეო კოვაჩიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა! - რას გეგმავს ხორვატი მოთამაშე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსის” შემადგენლობაში ძალიან მაღალი დონის მოთამაშე, მატეო კოვაჩიჩი ასპარეზობს.

ცხადია, ევროპის წამყვან გუნდებს “ჩელსის” ერთ-ერთი ლიდერის დამატება სურთ.

ხორვატიული სააგენტოს, TV N1 Zagreb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები ლონდონში ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრა ჰქონოდათ.

ამავე წყაროს ცნობით, კოვაჩიჩის წარმომადგენლების “ქალაქელებთან” მოლაპარაკებების პირველი ეტაპი აწარმოეს.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt მატეო კოვაჩიჩს 40 მილიონ ევროდ აფასებენ.


Facebook კომენტარები