2 წლის წინ

ახალი ვარიანტი გამოჩნდა! - ვინ შეიძლება ჩაიბაროს “ჩელსი”

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე საათის წინ, გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ იულიან ნაგელსმანმა ლონდონის “ჩელსის” უარი უთხრა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, სამი მოკბელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში ლონდონის “ჩელსიმ” მაურისიო პოჩეტინოსთან კარგი კონტაქტი დაამყარა.
ამავე წყაროს ცნობით, არგენტინელ სპეციალისტს ის ფაქტი არ აწუხებს, რომ ადრე “ტოტენჰემს” წვრთნიდა.
მოკლედ, რომ ვთქვათ, პოჩეტინო “ტოტენჰემის” ყოფილი მწვრთნელობის გამო “ჩელსის” გაწვრთნაზე უარს არ იტყვის.
ცნობისთვის, არგენტინელი სპეციალისტი ბოლოს პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ