2 წლის წინ
ნაგელსმანის ვარიანტი გამოირიცხა! - რა გახდა ამის მიზეზი
ნაგელსმანის ვარიანტი გამოირიცხა! - რა გახდა ამის მიზეზი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, გერმანელი სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანის დაითხოვეს.

ლონდონის “ჩელსი” მომდევნო სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 36 წლის სპეციალისტის კანდიდატურას აქტიურად განიხილავდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაგელსმანმა “ჩელსის” გაწვრთნაზე საბოლოოდ განაცხადა უარი.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებების გარკვეული ეტაპის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა “არისტოკრატების” გაწვრთნის არ ისურვა.

ბრიტანულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ “ჩელსი” ნაგელსმანთან ერთად სხვა მწვრთნელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ცნობისთვის, ამ წუთისთვის “ჩელსის” ჩაბარებასთან ყველაზე ახლოს მაურისიო პოჩეტინოა.


Facebook კომენტარები