2 წლის წინ

ტენ ჰააგმა ტრანსფერი შეუკვეთა! - “მანჩესტერს” “ჩელსის” ვარსკვლავის შეძენა სურს

ავტორი
Aa
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" ვარსკვლავის დამატება სურს.
საუბარია ჟოაუ ფელიქსზე, რომელიც ლონდონურ კლუბში იჯარით ირიცხება, თუმცა "არისტოკრატებს" მისი "ატლეტიკოდან" გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.
ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, ფელიქსი შეიძლება გახდეს "წითელი ეშმაკების" შეტევაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.
მოსალოდნელია, რომ "როხიბლანკო" მოთამაშის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონს მოითხოვს.
"იუნაიტედმა" ბოლო 2 სატრანსფერო ფანჯარაზეც სცადა ფელიქსის დამატება, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ