2 წლის წინ

“შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე” - ტიაგო სილვას განცხადება

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას 1/4 ფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ ლონდონელთა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ტიაგო სილვამ განცხადება გაავრცელა:
“ცოტა იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე და სამწუხაროა ასე დასრულება. იმედგაცრუება არის, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, თუ როგორ წარიმართა თამაში.” - განაცხადა სილვამ.
ცნობისთვის, ლონდონის “ჩელსის” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები ძალიან დაბალია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ