როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგაში გასავარდნ ზონაში მყოფი "ვალენსიას" ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.
მამარდაშვილის გამო ზაფხულში დიდი სატრანსფერო ომი გაჩაღდება.
22 წლის ქართველი მეკარის სახელი პრემიერ ლიგის არაერთ გუნდს დაუკავშირეს.
გავლენიანი ინგლისური გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, მამარდაშვილის შეძენის ფავორიტები ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემი" არიან.
მოლაპარაკებები საკმაოდ აქტიურ ფაზაში შევიდა და როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" სატრანსფერო ომს ლიდერობენ.
ცნობისთვის, ფაბრიციო რომანომ რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ "ლესტერ სიტი" ქართველი მეკარის შეძენით ინტერესდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ქართველი მეკარე კარიერას, თუმცა ერთი ფაქტი ნათელია, რომ გიორგი მამარდაშვილი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით "ვალენსიას" დაემშვიდობება.