

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
შეხვედრის წინ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა მედიასთან ისაუბრა:
“ჩვენ არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. დაკარგული უკვე ცოტა მეტისმეტია. პრემიერ ლიგის პოზიცია ჩვენი რეალობაა. ამის წინააღმდეგ უნდა ვიმუშაოთ, ვაჩვენოთ ყველანაირად რა შეგვიძლია.
მე ყოველთვის დიდი პირადი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ ყველაფერს. მე არავის ვადანაშაულებ. ეს არის ის, რასაც ახლა უნდა მივმართოთ და მომავალშიც გავაგრძელოთ. ეს ფეხბურთის დიდი ნაწილია. ეს არის მოკლევადიანი რამ, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია.
მე კომფორტულად ვარ ამით [მფლობელები გასახდელში]. ეს ყოველთვის ასე არ იყო. როდესაც მფლობელი ძალიან დაინტერესებულია, მათი პრეროგატივაა, რომ მიიღონ მონაწილეობა შიდა სამზარეულოში, როცა სურთ.
ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ვიმსახურებთ აქ ყოფნას. გვესმის, რომ მეტოქე მაღალი დონისაა. ყოველთვის შესაძლებელია ისტორიის შექმნა.” - განაცხადა ლამპარდმა.
ცნობისთვის, პირველი შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.