

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ "ვალენსიას" 22 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.
"საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად კლუბთან კონტრაქტის 2027 წლამდე სულ ახლახანს გახანგრძლივებისა.
ქართველი მეკარის მდგომარეობას ლონდონისი "ჩელსი" და "ტოტენჰემი" აქტიურად აკვირდებიან, "ლესტერის" წარმომადგენლები კი მამარდაშვილის აგენტს 10 დღის წინ შეხვდნენ," - წერს რომანო.
მამარდას გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა განსაზღვრული, თუმცა ის, თუ რა ფასად გაყიდის "ლოს ჩე" ახალგაზრდა გოლკიპერს, კლუბებს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. გარდა პრემიერლიგური გრანდებისა, გიორგის ასევე უკავშირებენ მადრიდის "ატლეტიკოსაც".
მამარდამ "ვალენსიას" მაისურით მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა. მან 40 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა. რაც შეეხებათ "ღამურებს", ლა ლიგის სატურნირო ცხრილში გუნდი მე-18 პოზიციაზეა და სამშვიდობოს 3 ქულით ჩამორჩება.