2 წლის წინ
კეპა არისაბალაგა: “ხვალ დიდი თამაში გველის”
კეპა არისაბალაგა: “ხვალ დიდი თამაში გველის”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში შინ მადრიდის “რეალს” მიიღებს.

“სამეფო კლუბთან” დაპირისპირებამდე ლონდონური გუნდის მეკარემ, კეპა არისაბალაგამ მედიასთან ისაუბრა:

“ხვალ დიდი თამაშია. ეს არ იქნება ადვილი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და სწორი ნაბიჯები განვახორციელოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ზედმეტი ფიქრი. ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ თავი და შეტევაში შესანიშნავად ვიმოქმედოთ. 

პენალტებზე ბევრს არ ვფიქრობთ. ჩვენ პენალტებამდე გვაქვს მისაღწევი. თუ პენალტებზე მივედით, ყველაფერი ვიცით, კარგი შემსრულებლები გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ შევძლებთ კარგით თამაშით ავიყოლიოთ ყველა გულშემატკივარი, ვანახოთ ჩვენი მაქსიმუმი და შევქმნათ განსხვავებული ატმოსფერო. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გავაკეთოთ სწორი დასკვნები და ვიმოქმედოთ რაც შეიძლება მეტი.” - განაცხდა კეპამ.

ცნობისთვის, შეხვედრა 18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები