2 წლის და 2 თვის წინ
შეხვედრა დაიგეგმა - "ჩელსი" ახალ მწვრთნელთან საუბარს იწყებს
შეხვედრა დაიგეგმა - "ჩელსი" ახალ მწვრთნელთან საუბარს იწყებს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” რამდენიმე კვირის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 47 წლის ინგლისელი სპეციალისტი, გრემ პოტერი დაითხოვა.

მას შემდეგ გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად 44 წლის სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი დაინიშნა.

გავლენიანი გერმანული სააგენტო Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულიან ნაგელსმანმა “ბაიერნიდან” დათხოვნის შემდეგ დაისვენა და უკვე ახალ სამსახურს ეძებს.

ამავე წყაროს ცნობით, “ჩელსის” ბორდმა იულიან ნაგელსმანთან შეხვედრა ჩანიშნა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე იქნება საუბარი.

ცნობისთვის, 35 წლის გერმანელმა სპეციალისტმა “ჩელსის” გაწვრთნის გამო, “ტოტენჰემს” უარი უთხრა.


Facebook კომენტარები