2 წლის და 2 თვის წინ

"ჩელსი" მზადაა ვარსკვლავი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას - უახლესი ცნობა

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მეისონ მაუნტმა მიმდინარე სეზონში “ჩელსის” ლიდერის სტატუსი დაკარგა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე გუნდიდან წასვლაზეც კი დაფიქრდა.
გავლენიანი ინგლისური სააგენტო, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არისტოკრატები” მეისონ მაუნტის 70 მილიონ ევროდ გაყიდვას განიხილავენ.
გუნდი და ფეხბურთელი გასული სეზონიდან მოყოლებული ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.
საგულისხმოა, რომ 24 წლის ინგლისელი ნახევარმცველის შეძენით “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.
ცნობისთვის, მეისონ მაუნტმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები