2 წლის და 3 თვის წინ
ლამპარდს გეგმა აქვს - რას აპირებს ინგლისელი სპეციალისტი
ლამპარდს გეგმა აქვს - რას აპირებს ინგლისელი სპეციალისტი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, 2 დღეში ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეალს" დაუპირისპირდება.

Defensa Central-ის ინფორმაციით, ლონდონელები "ბლანკოსის' შემტევის ვინისიუს ჟუნიორის შესაჩერებლად სპეციალურ გეგმას ადგენენ.

როგორც იწერება, ლამპარდი აპირებს, რომ უშუალოდ ვინის გამო, სამ მცველიანი სისტემით ითამაშოს, რადგან იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ რის ჯეიმსი ბრაზილიელს ვერ გააჩერებს.

სწორედ ამიტომ, მას დამზღვევად კალიდუ კულიბალი ეყოლება. გარდა ამისა, ლამპარდმა ენცო ფერნანდესიც გააფრთხილა, რომ ერთი თვალი ყოველთვის სწორედ ვინისკენ ჰქონდეს.

როგორც ჩანს, ლონდონელები ბრაზილიელ ვინგერს ძალიან უფრთხიან და იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ეს გეგმა გაამართლებს.


Facebook კომენტარები