2 წლის და 3 თვის წინ
“ჩელსი” ძალიან გააქტიურდა! - მამარდას ტრანსფერი რეალურია
“ჩელსი” ძალიან გააქტიურდა! - მამარდას ტრანსფერი რეალურია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსია" მიმდინარე სეზონში არცისე დამაჯერებლად გამოიყურება. გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. 

ევროპულ მედიაში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგლისურ გრანდებს 22 წლის ქართველი გოლკიპერის დამატება სურთ. 

Thehardtackle-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამარდაშვილის აგენტი, ლევან სეთურიძე მოლაპარაკებების გასამართად ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. 

"არისტოკრატები" კეპა არისაბალაგას არასტაბილურობითა და ედუარ მენდის ტრავმებით დაიღალნენ და გუნდში ახალი მეკარის მოყვანა სურთ. 

ცნობისთვის, მამარდას შეძენით "ასტონ ვილა" და "ვესტ ჰემიც" ინტერესდება.


Facebook კომენტარები