2 წლის და 1 თვის წინ

ცნობილია: რა შემთხვევაში დარჩება "ჩელსიში" ფრენკ ლამპარდი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერი გაათავისუფლა.
“არისტოკრატებმა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფრენკ ლამპარდი დააბრუნეს.
საგულისხმოა, რომ 44 წლის სპეციალისტი გუნდში დროებითი მწვრთნელის რანგში მოვიდა, თუმცა არსებობს შანსი, რომ ლამპარდი გუნდში დიდი ხნით დარჩეს.
ამისთვის ინგლისელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის მოგება მოუწევს.
“ჩელსის” პრემიერ ლიგიდან მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები მცირდება. სწორედ ამიტომ, 44 წლის სპეციალისტს ურთულესი დავალების შესრულება მოუწევს.
ცნობისთვის, “ჩელსის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის “რეალი” გახლავთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ