2 წლის და 1 თვის წინ
ფრენკ ლამპარდის პირველი კომენტარი “ვულვზთან” მარცხის შემდეგ
ფრენკ ლამპარდის პირველი კომენტარი “ვულვზთან” მარცხის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, “ვულვზის” წინააღმდეგ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფრენკ ლამპარდის ხელახალი დებიუტი შედგა. 

მატჩი “მგლების” მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

44 წლის სპეციალისტმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

“მეორე ტაიმში მეტი ჟინი დავინახე, მეტი შანსი გვქონდა და მეტი მოძრაობა იყო საჯარიმოში. 

ბევრი ცვლილება მოხდა და ეს არ არის საბაბი, მაგრამ ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს და ვფიქრობ, რომ პერფორმანსი ნორმალური იყო. მე ეს ყველაფერი უნდა გავიგო. მოგებას უნდა მიეჩვიო და ეს ჩვევად აქციო.” - განაცხადა ლამპარდმა.

ცნობისთვის, “არისტოკრატები” პრემიერ ლიგაში მე-11 ადგილს იკავებენ.


Facebook კომენტარები