2 წლის და 1 თვის წინ
გაირკვა! - როდის შეთანხმდნენ “ჩელსი” და ლამპარდი კონტრაქტზე
გაირკვა! - როდის შეთანხმდნენ “ჩელსი” და ლამპარდი კონტრაქტზე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლონდონის “ჩელსიმ” 47 წლის სპეციალისტი, გრემ პოტერი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

პოტერი ლონდონური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა ჩაანაცვლა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

გავლენიანი უცხოური სააგენტო, Time Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრენკ ლამპარდმა და “ჩელსიმ” თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას თებერვლის ბოლო კვირაში მიაღწიეს.

ცნობისთვის, ინგლისელი სპეციალისტი საქმეს უკვე შეუდგა და გუნდი ავარჯიშა.


Facebook კომენტარები